Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს შეხვდა

ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მატეო მეკაჩის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში ეუთოსა და ამ ორგანიზაციის საპარალამენტო ასამბლეის როლზე ისაუბრეს.

ასევე, ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის მონიტორინგის აუცილებლობაზე.

გიორგი ბარამიძემ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის როლზე.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels