Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ეს­წრება

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ბულგარეთში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგა­ზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

'ინტერპრესნიუსის' ინფორმაციით, სესია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენ­მა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრე­ზიდენტ კარლ ლამერსთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობბ­სთან. შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას იმ რეზოლუციისთვის, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართვე­ლოს ტერიტორია, განხორციელდა ეთნიკური წმენდა, აუცილებელია დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში და მხარდაჭერილია საქარ­თველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის გააქტიურე­ბის საკითხს. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

ბარამიძემ გამოხატა საქართველოს პოზიცია: გაგრძელდეს ქვეყანაში რეფორმები და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევა.

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels