Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი თარგამაძე აშშ-ს სენატის რეზოლუციას მნიშვნელოვანს უწოდებს

'ქრისტიან-დემოკრატების' ლიდერი გიორგი თარგამაძე აშშ-ს სენატის რეზოლუციას მნიშვნელოვანს უწოდებს. 
როგორც თარგამაძე აცხადებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებად აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დროული გზავნილია.
'განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში სამშვიდობო პოლიტიკაზე ხაზგასმა. მიგვაჩნია, რომ დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი და ამ მხრივ ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნის ორპარტიული მხარდაჭერა ამ გზის უალტერნატივობაზე მიუთითებს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაც ადეკვატურად აღიქვამს სენატის რეზოლუციას და არჩევანი - იზოლაციონიზმსა და თანამშრომლობის, კომპრომისების პოლიტიკას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდება', - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ავტორები ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატორი ლინდსი გრაჰამი არიან. 
დოკუმენტის მიხედვით, სენატი ადასტურებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. სენატი მოუწოდებს, რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ხელშეკრულება, დააბრუნოს ჯარები ომამდელ პოზიციებზე და მისცეს დევნილებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შესაძლებლობა. 
სენატი მიიჩნევს, რომ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და დიალოგის გზითაა შესაძლებელი.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels