Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი კანდელაკი: თქვენ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრით

„ხელისუფლება თავისი საქმიანობით საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის',- ამის შესახებ უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
კანდელაკი: გამიხარდებოდა, რომ თქვენი მთავრობის 100 დღის თავზე გამეკრიტიკებინეთ არასაკმარისი წინსვლის გამო, სამწუხაროდ, დღეს ვსაუბრობთ რეგრესზე და უკუსვლაზე. 

უკვე დაგროვდა თვალშისაცემი მაგალითების მთელი კასკადი, რომლებიც ნათლად აჩვენებენ, რომ თქვენ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრით. 

პირველი მაგალითი არის რუსეთის ჯაშუშების გამოშვება ციხიდან და მათი გმირებად შერაცხვა. კიდევ ერთხელ მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ გსმენიათ რაიმე იური შტრილნიკოვის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ? ან რომელიმე უმრავლესობის წევრმა გამცეს ამ კითხვაზე პასუხი'.

დეპუტატმა ახალი ხელიუფლება დასავლური ინსტიტუტების მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამოც გააკრიტიკა. მაგალითად კი პრემიერ-მინისტრის განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც მან შეძლო და დასავლეთი მოიგერია.  

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels