Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ტუღუში: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მთლიანად დათხოვნილია

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ამ დროისათვის მთლიანად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დათხოვნილია, რამდენიმე კი - დაკავებული.

ამის შესახებ განცხადება, ტუღუშმა დღეს, გლდანის მე-8 საპყრობილეში ყოფნისას გააკეთა.

მისი თქმით, ციხეებიდან პატრული გავა და მუშაობას თავდაპირველად შემჭიდროვებული რესურსებითა და თანამშრომლებით დაიწყებენ.

„გუშინ მე კიდევ 10 ადამიანი გავათავისუფლე, რამდენიმე დაკავებულია და მთლიანად სასჯელაღსრულბის დეპარტამენტია დათხოვნილი. ზუსტი ციფრები ჯერ არ ვიცი და ნუ მომთხოვთ, რადგან ჯერ სამინისტროში არ ვარ ნამყოფი. პატრულს გავიყვანთ და ჯერჯერობით შემჭიდროვებული რესურსებით და თანამშრომლებით ვიმუშავებთ, მაგრამ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ რეალურად არცერთმა თანამშრომელმა არაფერი დაარღვიოს და ასევე მოხდება გადახალისება',- განაცხადა ტუღუშმა.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels