Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გოკა გაბაშვილი - მსგავსი არარეალისტური პროგრამა, გუნდი და გეგმები ჯერ საქართველოს არ უნახავს

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს არ იცნობს და ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის უფასოობას თავისი ჯიბით დააფინანსებს ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

'არსად მინახავს ქვეყანა, სადაც მწყობრი გეგმის მაგივრად, არსებობს დაპირება, რომ რაღაც ფული მაქვს და თუ არ ეყოფა ქვეყნის ბიუჯეტი, ჩემსას დავამატებ და წელიწადნახევარში წავალ. სად წახვალთ? ერთჯერადად ჩადებული ინექციის შედეგად სისტემა რომ არ აეწყობა და ჯანდაცვა თავზე დაგვემხობა, როცა თქვენი ფული ამას არ ეყოფა. ჩვენ თქვენი დაპირება დათვლილი გვაქვს. 700 მილიონია, რასაც ყოველწლიურად ხალხს პირდებით. 700 მილიონი ყოველ წელს პირადად უნდა გაიღოთ, რომ თქვენი დაპირება გახდეს რეალობა',-მიმართა გაბაშვილმა ივანიშვილს.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებებით ბიძინა ივანიშვილი შეუძლებელ დაპირებებს იძლევა. გაბაშვილის შეფასებით, 'გამაოგნებელი მასშტაბების დაპირებებია' გაცემული და მსგავსი არარეალისტური პროგრამა, არარიალისტური გუნდი და გეგმები, ჯერ საქართველოს არც ერთხელ უნახავს.

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels