Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გორში ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ

დღეს დილიდან გორში, ყველა მოქმედ ტაძარში, 2008 წელს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი პანაშვიდები აღევლინება.

გორის საკათედრო ტაძარში პანაშვიდებს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ასრულებს, რომელსაც, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან.

დღესვე, გორში, ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ, ერისთავის სახელობის გორის თეატრი სპექტაკლს 'ცხელი აგვისტო' წარმოადგენს, 

ღონისძიებები კი, ტრადიციულად გორის ცენტრალურ მოედანზე სანთლების აქციით დასრულდება. 

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels