Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე არგენტინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ამბასადორიალის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო და არგენტინა ორმხრივ ურთიერთობებს იწყებენ.

„არგენტინასთან განათლების სფეროში დავიწყებთ თანმშრომლობას, ძალინ საინტერსო გეგმები გვაქვს და ამ გეგმების განხორციელება სამართლებრივი ბაზის შექმნით დაიწყება',- განაცხადა ვაშაძემ.

თბილისში, სასტუმრო 'რედისონში' ამბასადორიალი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს შეხვედრების პირველი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე საუბარს დაეთმობა.

ასევე განიხილება, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels