|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხვალ ესპანეთს ეწვევა. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის ესპანელ კოლეგას შეხვდება. შეხვედრისას საუბარი ესპანეთ-საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას შეეხება. გრიგოლ ვაშაძე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდებს ასევე ინფორმაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
Related posts
|
|
|
|