Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე კატარში შეხვედრებს მართავს

ოფიციალურ შეხვედრებს მართავს კატარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით.

საგარეო უწყების პირველი პირი დოჰაში ქვეყნის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრს, ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს, კომპანია “Hassad Food”-ის ხელმძღვანელსა და კატარის ავიახაზების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

საუბარი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე იყო. განიხილეს ენერგო და ბიზნესპროექტებთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოში კატარული ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივები.

ხვალ უკვე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა კატარის სახელმწიფო ემირთან და პრემიერ-მინისტრთან.

'რუსთავი 2'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels