Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს - ური როზენტალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა 2012 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ISAF -ის ფარგლებში თანამშრომლობისა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის აუცილებლობა.

internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels