Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე ხვალ აშშ-დან ესპანეთში გაემგზავრება

ხვალ, 3 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი 4 აპრილს ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ტრინიდად ხიმენეს გარსია ერერას შეხვდება, 5 აპრილს კი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესთან გამართავს შეხვედრას.

შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში აშშ-დან ჩავა, სადაც უკვე ერთი კვირაა სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels