Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე - რაც უფრო ხშირად იფიქრებენ რუსეთში, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მით უფრო მალე შევალთ ალიანსში

რაც უფრო ხშირად იფიქრებენ რუსეთში იმაზე, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მით უფრო მალე შევალთ ალიანსში , -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 'ეხო მასკვისთან' ინტერვიუში განაცხადა. 
'მე არ ვიცი როგორ უნდა განვსაზღვრო ტერმინი 'ნატოში გაწევრიანების გზაზე'. არის პროცედურები, რომლებიც ჩვენ უნდა გავიაროთ. საქართველომ მიიღო 'მაპ'-ის შემცვლელი. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღო მანაწილეობა. თუ თქვენ წაიკითხავთ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რუსეთისადმი მოწოდებებს, დაინახავთ, რომ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ჩიკაგოს სამიტზე მიღწეული იქნა. ჩვენ მართლაც ახლოს ვართ ნატო-ში გაწევრიანებასთან და ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატო-ში', - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels