Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე - სამხედრო სწავლება 'კავკასია-2012' საქართველოში არჩევნებს შემთხვევით არ ემთხვევა

რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება 'კავკასია-2012' საქართველოში არჩევნებს შემთხვევით არ ემთხვევა , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ თავის ფინელ კოლეგა ერკი ტუომიოასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 
ვაშაძე ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას 'ეხო მასკვისთვის' მიცემულ ინტერვიუს, რომელმაც რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია არ გამორიცხა. 
როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ეს სწავლება გაცილებით უფრო მასშტაბურია იმ სწავლებებთან შედარებით, რომელიც რუსეთმა 2008 წელს, სამხედრო აგრესიის წინ მოაწყო. 
'ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მოსკოვს მოწოდებით, დააფიქსირონ, რომ ჯერ ერთი, როგორც თვითონ აცხადებენ, ეს არის საშტაბო-სამეთაურო სწავლებები და მეორე მხრივ თქვან, რა მიზნებს ემსახურება ასეთი მასშტაბური სწავლებები. ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ მოსკოვიდან და ამით შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც', - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels