Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიგოლ ვაშაძე - საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, რუსეთს საქართველოზე კეთილი მეზობელი არ ეყოლება

საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ მოსკოვის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის საფუძველზე აღადგენს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა 'Зеркало недели'-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს გულისხმობს: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის უფლების აღიარებას, რომ თავად აირჩიოს საგარეო პოლიტიკის კურსი. 'ამ შემთხვევაში რუსეთს საქართველოზე უფრო კეთილი მეზობელი არ ეყოლება', - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 
მინისტრის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, არასოდეს გამოიყენოს ძალა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მოგვიანებით კი ოფიციალური თბილისი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას დათანხმდა. 'რომ არ ყოფილიყო ჩვენი სურვილი, ამას ვერავინ გვაიძულებდა', -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაეუქმებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. 'ყოველ ჯერზე ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი ქმედებები გახსნიდა ფანჯარას ნორმალური, ცივილური დიალოგის დასაწყებად რუსეთთან, თუმცა, ეს არ გამოვიდა', - დასძინა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels