Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გრიშენკო თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, კონსტანტინ გრიშენკო, თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. უკრაინელი მინისტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მანამდე კი, სტუმარმა გრიგოლ ვაშაძესთან გამართა მოლაპარაკება. საუბრის ძირითადი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ეკონომიკურ პროექტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა იყო.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერა ხელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშჩენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

რუსთავი 2

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels