Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გუნარ ვიგანდი: იგივე კურსს გავაგრძელებთ და ყურადღებას მივაქცევთ პროგრესსა და შედეგებს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის, გუნარ ვიგანდის განცხადებით, საქართველოში მთავრობის გადაბარება არ ნიშნავს, იმას, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება.

ამის შესახებ განცხადება, გუნარ ვიგანდმა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე მოლაპარაკების დაწყებამდე გააკეთა.

გუნარ ვიგანდმა იმედი გამოთქვა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება მომავალ წელს საბოლოო სახეს მიიღებს.

„ჩვენ იგივე კურსს გავაგრძელებთ და ყურადღებას მივაქცევთ, პროგრესსა და შედეგებს წინა და ახალ გუნდებთან ერთად. იმედი გვაქვს, მომავალი წლისთვის ასოცირების ხელშეკრულება საბოლოო სახეს მიიღებს',- განაცხადა გუნარ ვიგანდიმ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიაში, ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს.

Internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels