Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გუნარ ვიგანდი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესი არ შენელებულა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესი არ შენელებულა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, გუნარ ვიგანდიმ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციებზე განაცხადა. 
მისი თქმით, მუსირებს ინფორმაცია თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესი შენელდა ხელისუფლების ცვლილების მერე, რაც მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამაბა. 
'დამერწმუნეთ, ჩვენი გეგმის მიხედვით ხორციელდება ყველაფერი', - განაცხადა გუნარ ვიგანდიმ. მისივე თქმით, სულ მალე იქნება დასრულებული მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი. 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების რიგით მე-13 პლენარული სესია. მისი თქმით, ტექსტის დიდი ნაწილი შეთანხმებულია. 
'წინ წავიწიეთ დღევანდელ მოლაპარაკებებში და დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა კონსულტაციები', - განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მოკლევადიან პრიორიტეტს წარმოადგენს 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის დასრულებული იყოს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და თავისუფალ ვაჭრობაზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირველ ფაზაზე.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels