Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბრიუსელში მიემგზავრება. 
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ასევე, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს გადასცემს ნატო-ში ლიტვის ელჩს ლინას ლინკევიჩიუსს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels