Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე აფრიკული ქვეყნების ელჩებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ხვალ, აფრიკის სახელმწიფოების ელჩებს - გაეროში შეხვდება.

ამის შესახებ 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა, საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე დაიწყება და მხარეები, ყურადღებას, პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით, უგანდაში  31 მარტი - 5 აპრილს იმყოფებოდა. მასთან ერთად,  ქალაქ კამპალაში, ქართული დელეგაცია გაემგზავრა.

Internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels