Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 7-9 მაისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძე ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერსს შეხვდება. ბაქრაძე ასევე ბუნდესტაგში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცთან და კომიტეტის წევრებთან. 
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებით გამოსვლა კონრად ადენაუერის ფონდში. დავით ბაქრაძე საქართველოს საელჩოში ვოლფგანგ ბიორნზენის წიგნის პრეზენტაციასაც დაესწრება. 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი წარმოადგენენ. 
დელეგაცია საქართველოში 10 მაისს დაბრუნდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels