Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით უგანდაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით, უგანდაში, ქალაქ კამპალაში გაემგზავრა.

ამის შესახებ 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ბაქრაძე უგანდას, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ამას გარდა, 31 მარტი - 5 აპრილს საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 126-ე ასამბლეასთან დაკავშირებულ შეხვედრებშიც მონაწილეობას მიიღებს.

რაც შეეხება დელეგაციის წევრებს, უგანდაში გაემგზავრნენ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels