Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით უგანდაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უგანდაში, ქალაქ კამპალაში იმყოფება. როგორც 'ინტერპრესნიუსს' პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 31 მარტიდან 5 აპრილამდე, საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 126-ე ასამბლეასთან დაკავშირებულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels