Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ბაქრაძე: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ბრიუსელში მსჯელობის საგანი გახდება

ბათუმში, მე-9 საერთაშორისო კონფერენცია 'საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' მიმდინარეობს.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური გაწევრიანების საკითხი, ბრიუსელში, შესაბამის სტრუქტურებში მსჯელობის საგანი გახდება.

„ყოველწლიურად უფრო და უფრო სერიოზული პოლიტიკოსები ჩამოდიან, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე იმსჯელონ. ის რაც რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო და ჩვენს გარდა არავინ არ საუბრობდა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, თანდათანობით შესაძლებელი ხდება. დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური გაწევრიანების საკითხი ბრიუსელში, შესაბამის სტრუქტურებში მსჯელობის საგანი გახდება',- განაცხადა ბაქრაძემ.

კონფერენცია ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა. კონფერენციას  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები,  არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels