Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით საგანელიძე: 'უმრავლესობის კარი ყველასთვის ღია არ არის'

ქართული ოცნება' „ნაციონალების' მიერ მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. „ნაციონალების' განცხადებით, ხელისუფლებაში მოსული კოალიცია დაშინებითა და მუქარით ცდილობს მათი დეპუტატების გადაბირებასა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, თუ რომელიმე დეპუტატმა უმცირესობის რიგები დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილებაა, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ნაციონალებმა' საკუთარ თავში უნდა ეძებონ.

„თუ უმცირესობის რიგებიდან ვინმე გადის, ეს უმცირესობის პრობლემაა. ჯერ ერთი, ის დეპუტატები, რომლებმაც „ნაციონალები' დატოვეს, ჩვენთან არ შემოსულან და როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, ისე გააგრძელებენ საქმიანობას. მეორეც, შეიძლება უმრავლესობაში შემოსვლის სურვილი  ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის, რადგან  უმრავლესობის კარი ყველასთვის ღია არ არის. „ნაციონალები' ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ აშინებდნენ ხალხს და მათი მუქარის არავის შეშინებია. ჩვენ, აზრად არ მოგვივა ასეთი სისულელის გაკეთება,' - ამბობს დავით საგანელიძე.

უმცირესობის წარმოამდგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა „ოცნების' მხრიდან დაშინების ფაქტები, დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

news.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels