Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით საყვარელიძე არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, ცირკის დირექტორს ნუ დაემსგავსება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, მთავარ პროკურატურას ცირკად ნუ გადააქცევს და ცირკის დირექტორს ნუ დაემსგავსება. 
როგორც საყვარელიძე აცხადებს, არჩილ კბილაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. 
'მადლობა ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჯერ როგორც ხედავთ, გარეთ ვარ. მაინტერესებს, ბორკილებით აქედან გამათრევენ, კომიტეტიდან, სესიიდან თუ სახლში შემომივარდებიან გოგა ხაჩიძის ოჯახის მსგავსად. ნუ გადააქცევენ მთავარ პროკურატურას ცირკად და ნუ დაემსგავსება ცირკის დირექტორს, ადეკვატურად იმოქმედოს', - აღნიშნა დეპუტატმა. 
დავით საყვარელიძე თბილისში, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საქმის გამოძიების ფარგლებში ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში დღეს 12:00 საათზე იყო დაბარებული. 
ამასთან, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა, იძულებით მიიყვანონ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels