Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით საყვარელიძე: ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პირადი კაპრიზია!

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მთავრობის მთავარი საზრუნავი გიგი უგულავასნაირი წარმატებული ხალხის დაკითხვაზე ტარებაა. - ასე აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი წევრი, დავით საყვარელიძე. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილი გიგი უგულავას თანაგუნდელები კვლავ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

'გიგი უგულავა არის მერი, რომლის დროსაც თბილისი აშენდა და დაემსგავსა ქალაქს. მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები  და დაბადებული ადამიანი, ვამაყობ, რომ ასეთი მერი გვყავს. ამ ადამიანის მერობის დროს თბილისი გახდა უცხოელებისთვის, ქართველებისთვის ერთ-ერთი საამაყო და ულამაზესი ქალაქი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მთავრობის მთავრი საზრუნავი გიგი უგულავასნაირი წარმატებული ხალხის დაკითხვაზე ტარებაა. სამარცხვინოა, რომ ეს ყველაფერი ეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს'. - განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

timer.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels