Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით საყვარელიძე - ქვეყანაში არის ზიზღის თესვის ისტერია

ქვეყანაში არის ზიზღის თესვის ისტერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 
აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატმა ოპონენტებს ზიზღის რიტორიკის შეჩერებისკენ მოუწოდა. საყვარელიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ის უკონტროლო გახდეს.
'ქვეყანაში არის მასიური ისტერია - ზიზღის თესვის ისტერია, რომელსაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ნავთს ასხავს. ეს ნამდვილად არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. რას ველოდებით? სანამ ვინმე ჩვენი სახელით ან ჩვენს წინააღმდეგ ვიღაცას არ მოკლავს და შემდეგ ეს გაუკონტროლებელ პროცესებში გადაიზრდება? რას მივიღებთ ამისგან, არ მესმის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერავინ ვერავის გაატყავებს, მაგრამ ზიზღის თესვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება გაბრაზებულები, ნაწყენები, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გამოსულნი არიან, საშიში სიგნალი იყოს', - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე განმარტებით, დაუფიქრებელი განცხადებების შედეგად პროცესების ქუჩაში გადანაცვლების შემთხვევაში, 'ნაციონალურ მოძრაობას' მისი გაკონტროლება გაუჭირდება.
'კარგად გვახსოვს, რა გადაიტანა თბილისმა სწორედ დაუფიქრებელი განცხადებების შედეგად. ნებისმიერი რიტორიკა იმის შესახებ, რომ 'თქვენ საზიზღები, მკვლელები, არაადამიანები ხართ, ბავშვებს ჭამდით და ხოცავდით', არის, ფაქტობრივად, ნავთის დასხმა, რაც გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. დაუფიქრებელმა განცხადებებმა შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ჩვენს მომხრეს, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოიქცნენ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ბევრ პროცესს ქუჩაში ვერ გავაკონტროლებთ', - დასძინა დეპუტატმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels