Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დავით ჯალაღანია საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, ბრაზილიაში დაგეგმილ გარემოს დაცვის კონფერენცია Rio+20-ში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ასევე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის შესაძლებლობა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels