Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'დაცვას მიხედე... ივანიშვილი, დაცვას!..' – ედუარდ შევარდნაძის რჩევები ბიძინა ივანიშვილს

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს საპრეზიდენტო კანდიდატს 'ვერ ვნახავთ'.

როგორც ედუარდ შევარდნაძემ 'პირWელს' განუცხადა, 'ივანიშვილი ჭკვიანი, გონიერი ადამიანია, რომელსაც, ერთის მხრივ, ხალხი ძალიან უყვარს, მეორეს მხრივ კი ფულის ფასი იცის'.

'მართალია, ბიძინასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცოდი. ჩემთვის მისი პოლიტიკაში მოსვლა მოულოდნელი იყო, თუმცა რადგან ეს გადაწყვიტა, მას მხარდაჭერას ვუცხადებ და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მიაღწევს. ბიძინას წარმატების დიდი შანსები აქვს. ის ჭკვიანი, გონიერი ადამიანია, კაცური კაცია, რომელსაც ხალხი ძალიან უყვარს. იცის ფულის ფასიც და ბევრს ეხმარება', - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ 'ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტობის მასზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს'.

'ივანიშვილზე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატზე დიდი ხანია, ვფიქრობ, თუმცა მეგონა, რომ ის პოლიტიკაში არ მოვიდოდა. ახლა, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, შემიძლია, ვთქვა, რომ უკეთეს კანდიდატს ვერ ვნახავთ. სხვებიც მოიძებნებიან, მაგრამ ბიძინა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ყველაზე გამორჩეულია', - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პირველმა პირმა 'პიWელის' კითხვას, 'ხომ არ გულისხმობდა სწორედ ბიძინა ივანიშვილს სააგენტოსთვის დაახლოებით ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც განაცხადა, რომ მას 'წარმატებული შუახნის ქართველი მამაკაცის სახით საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა'.

ედუარდ შევარდნაძე გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენს რჩევასაც აძლევს და დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რათა 'ბადრი პატარკაციშვილის მიერ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს'.

'დაცვას უნდა მიხედოს. დაცვა, დაცვა და დაცვა! მე რომ დაცვა არ მყავდეს, ამ სახლში ვერ ვიცხოვრებდი', - აღნიშნა ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის.

pirWeli

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels