Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დეპუტატები ხელფასების დაქვითვას აპროტესტებენ

პლენარული სხდომების  არასაპატიო გაცდენების მიზეზით ხელფასების ჩამოჭრის გადაწყვეტილებას  დეპუტატები აპროტესტებენ. როგორც მანდატურთა სამსახურში აცხადებენ, რამდენიმე დეპუტატმა ცნობა წარმოადგინა იმისათვის, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოს.  

პარლამენტის მანდატურის სამსახურის  მიერ მომზადებულ  სიაში იმ დეპუტატების სახელები ფიგურირებს, რომლებმაც სხდომები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. სია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საშემოდგომო სესიის დახურვის დროს წაიკითხა. როგორც ირკვევა, არასატიო მიზეზით სხდომებს ყველაზე ხშირად „ნაციონალი' დეპუტატები აცდენენ. სიის მიხედვით ხელფასი 54 დეპუტატს დაექვითება. სიაში უმრავლესობით ლიდერობენ უმცირესობის წევრები. მათგან ხელფასები დაექვითებათ დავით ბაქრაძეს, გოგა ხაჩიძეს,  გოკა გაბაშვილს,  გიორგი ვაშაძეს,  ჩიორა თაქთაქიშვილს, ხათუნა გოგორიშვილს,  მარიამ საჯააის, გიოგი კანდელაკს, გიორგი თევდორაძესა და უმცირესობის სხვა წევრებს. ხოლო უმრავლესობიდან ამ რიცხვში ირაკლი ტრიპოლსკი და მახირ დარზიევი მოხვდნენ.

ხელფასის დაქვითვაზე უმრავლესობა-უმცირესობაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მათ გაცდენები საპატიოდ უნდა ჩათვლოდათ, რადგან  ქვეყანაში პრემიერის ბრძანებით პოლიტიკური დაჭერები მიმდინარეობდა და სხდომებს პოლიტიკური დემარშის გამო არ ესწრებოდნენ .

ოპონენტი კოლეგისგან  განსხვავებით, უმრავლესობის  წევრი გია ცაგარეიშვილი თვლის, რომ  ხელფასი როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებს უნდა დაექვითოთ.

„უმცირესობის წარმომადგენლები ფაქტობრივად არ დადიან ჩემს კომიტეტში. რეგლამენტის წინაშე ყველა თანასწორია. გირგვლიანს რომ კლავდნენ და სულში გვაფურთხებდნენ ნახევარ საქართველოს, მე რომ მოსაკლავად დამდევდნენ, მაშინ კომიტეტის სხდომებზე დავდიოდი. ამიტომ, ასეთი იდიოტური მიზეზები მიხეილ სააკაშვილისათვის შემოინახონ. მობრძანდნენ და იმუშაონ. თუ არ უნდათ 2 500 ლარი და  3 000 ლარი ხელფასი, შეუძლიათ გადარიცხონ შესაბამის საქველმოქმედო ფონდებში, ამაში ჩვენ დავეხმარებით,' - ამბობს  ცაგარეიშვილი.

მანდატურთა სამსახურში აცხადებენ, რომ ვიდრე დეპუტატებს ხელფასები ჩამოეჭრებათ, მანამდე საორგანიზაციო საკითხთა კომიტეტმა კანონმდებლების საჩივრები უნდა შეისწავლოს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, კანონმდებლებს ხელფასი გაცდენილი დღეების მიხედვით დაექვითებათ. ხოლო გაცდენილ  დღეებს ერთი აკლდება, რომელიც საპატიოდ ითვლება.  

news.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels