Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დიმიტრი შაშკინი აშშ-ის სამხედრო ბაზა 'ჰოჰენფელსს' სტუმრობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი' მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.

დიმიტრი შაშკინი მიმდინარე წვრთნებს დაესწრო და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს „ჰოჰენფელსის' საწვრთნელ ბაზაზე აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ უმასპინძლა.

ამერიკელმა პარტნიორებმა დიმიტრი შაშკინს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ქართველი სამხედროების მომზადების პროცესის დეტალური სქემა წარუდგინეს.

Internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels