Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დიმიტრი შაშკინი აშშ-ში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციების გამართვაა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა სენატორებთან, რესპუბლიკური პარტიის წევრებთან  დევიდ ვიტერთან და ჯეინს ინჰოფთან, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრ ჯო ვილსონთან და რობ ვილტმენთან, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის  გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება.

შეხვედრაზე კონგრესმენებმა და სენატორებმა მხარდაჭერა გამოხატეს ობამა-სააკაშვილის გეგმის იმპლემენტაციის კუთხით და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეგმის განხორციელება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels