Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დიმიტრი შაშკინი ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს კონტრადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო  იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის იყო მიღწეული.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში ეხმარება.

კონტრადმირალი მარკ მონტგომერი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეა. მანამდე ამერიკელი კონტრადმირალი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სტრატეგიულ სფეროს კურირებდა, რომლის მთავარი ფუნქცია სამხედრო-საზღვაო სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება იყო.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels