Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დიმიტრი შაშკინი: ის რომ ციხეებში მოსასმენი აპარატურა იქნა გამოყენებული ლოგიკურია

ყოფილი მაღალჩინოსნის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრობისას ციხეებში მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა არსებობდა.
'როდესაც მე სასჯელღასრულების მინისტრი ვიყავი ომბუდსმენი სოზარ სუბარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა, ციხეებში სისტემური დარღვევები და ისეთი ფაქტები, რომლის შესახებაც კადრები გავრცელდა, არ ფიქსირდებოდა. ჩემი მინისტრობის დროს გამოქვეყნდა ორი მონიტორინგის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ პრობლემები იყო, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი წარმაოდგენდა გადატვირთულობას', - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
როგორც ის განმარტავს, ციხეებში პატიმართა წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ სექტემბერში გავრცელებული კადრები მისთვისაც 'ადამიანური კატასტროფა იყო'.
'თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, რომ ჩემი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროსაც ხდებოდა ციხეებში ასეთი რამ, მე მზად ვარ გავცე ყველა ბრალდებას პასუხი'.-განაცხადა შაშკინმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ციხეებში ჩამონტაჟებულ მოსასმენ აპარატურაზეც და განაცხადა, რომ ამაზე პასუხს ის არ აგებს, რადგან ქსნის ციხე მისი მინისტრობის შემდეგ აშენდა. 'ის რომ მოსასმენი აპარატურა იქნა გამოყენებული არის ლოგიკური და კანონიერი, თუ იყო სასამართლოს ნებართვა. მაგრამ არსებობდა თუ არა ეს ნებართვა, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, რადგან ქსნის ციხე ჩემი მინისტრობის შემდეგ აშენდა', - განაცხადა შაშკინმა.

epn.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels