Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დონალდ ტრამპი ობამას დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტებში 5 მლნ დოლარს იხდის

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საქველმოქმედო ფონდებს 5 მილიონ დოლარს გადასცემს, თუ პრეზიდენტი ობამა თავის დაბადების და განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ხელმისაწვდომს გახდის. ვიდეოში, რომელიც მან 'ტვიტერზე' გაავრცელა, სკანდალურობით ცნობილი ამერიკელი მულტიმილიარდერი პრეზიდენტს შემდეგ გარიგებას თავაზობს: 'პრეზიდენტისთვის გარიგება მაქვს, წინადადება რომელზეც ის ჩემი აზრით, უარს ვერ იტყვის. მისი სურვილისამებრ, 5 მილიონ დოლარს ჩავრიცხავ ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდში, თუ იგი თავის კოლეჯის დოკუმენტებს და პასპორტს გაასაჯაროებს'. 

მილიარდერი ტრამპი უკვე დიდი ხანია სპეკულირებს იმის თაობაზე, რომ ობამა ამერიკის გარეთ დაიბადა და შესაბამისად მას არა აქვს უფლება ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. შარშან, საქველმოქმედო სადილზე, ობამა ტრამპს გაეხუმრა, რომ თავის დაბადების ვიდეოს გამოაქვეყნებდა. 

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels