Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო კერპი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ საქართველოს მსაგავსი პარტნიორები ჰყავს , _ ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის ინფორმაციით, ტრამპმა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო კერპი უწოდა და განაცხადა, რომ საქმე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, უპრეცედენტოა.
'რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მთელ ევროპასა და მსოფლიოში თქვენ მართლაც კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს: ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში - ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია; ასევე, მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების თანახმად, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში', _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ერთადერთი რაც აღელვებს, ის არის, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს.
'საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, უსაფრთხოების მხრივ. ამას უნდა მივხედოთ - მსგავსი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს საქართველო ამ საკითხშიც ნომერ პირველი იქნება', _ განაცხადა ტრამპმა.
ამერიკელმა მილიარდერმა მიხეილ სააკაშვილის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უპრეცედენტო საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და მისი გონებრივი სიძლიერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს.
'იგი 7 წელია, რაც პრეზიდენტია. ერთი წლის წინათ, ვიდრე ჩვენ დავმეგობრდებოდით, მის შესახებ მხოლოდ იმას ვკითხულობდი, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი საქმე გააკეთა და შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინა. არ მინდა ამას პოლიტიკური ელფერი მიეცეს, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონებრივი სიძლიერე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოშიც. ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელიც უპრეცედენტოა იმით, რაც საკუთარი ქვეყნისთვის გააკეთა - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი', _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მიხიელ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ტრამპის ორგანიზაციასა და 'სილქ როუდ ჯგუფს შორის' თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დონლად ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels