Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დონალდ ტრამპს თბილისში ხვალ, 11:00 საათიდან ელოდებიან

ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 11:00 საათიდან ელოდებიან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. 
დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს პროექტ - 'ტრამპ თაუერის' პრეზენტაციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება. 'ტრამპ თაუერის' პროექტი არქიტექტურული ფირმა 'John Fotiadis Architect'-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47 სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება. 
22 აპრილს დაგეგმილია ამერიკელი მილიარდერის პრესკონფერენცია ბათუმში. ტრამპის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.
დონალდ ტრამპის კომპანიასა და 'სილქ როუდ ჯგუფს' შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2011 წლის მარტში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels