Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დონალდ ტრამპს საქართველოში დღეს ელოდებიან

ამერიკელი ბიზნესმენი, ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოში დღეს ჩამოვა.

ბიზნესმენს თბილისში 11:00 საათისთვის ელოდებიან.

როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დონალდ ტრამპი  დღეს, თბილისში დარჩება, ხვალ კი, ბათუმში გაემგზავრება, სადაც მედიის წარმომადგენელებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

დონალდ ტრამპი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

ბათუმში, დონალდ ტრამპი 'ტრამპ თაუერის' მშენებლობის პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრება.

ბიზნემსმენის ინვესტიციით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. 

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels