Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დონლად ტრამპის ინვესტირებით, საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება

ამერიკელი მილიარდერის, დონლად ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება . ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
ტრამპის ორგანიზაციასა და 'სილქ როუდ ჯგუფს შორის' თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, საქართველოს პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზტის ფარგლებში გაფორმდა.
მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
'დონალდ ტრამპმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ტრამპს იმ ცვლილებებისთვის, რომლებსაც საქართველოს ჩათვლით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. პრესკონფერენციის მსვლელობისას, ტრამპის ორგანიზაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებლად ეწვევა საქართველოს',-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels