Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დღეს 'აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის' დაფინანსების შეთანხმებები გაფორმდება

დღეს, 11 მაისს, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდება 'აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის' დაფინანსების შეთანხმებები.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან - ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერიე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ევროკავშრის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას 170 მილიონი ევროს ოდენობით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით ევროკავშირის სამეზეობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით ქვეყანა მიიღებს 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels