Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ებრაული მედია: ისრაელი ირანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიიდან აკვირდება

ებრაული მედიით გავრცელდა ინფორმაცია ისრაელისა და აზერბაიჯანის კავშირების შესახებ და ასევე მათ საქმიანობაზე სამხრეთ კავკასიაში. გამოცემა 'Gunxeber.com'-ი ინტერნეტ გვერდ 'Y-net'-ზე გამოქვეყნებულ სტატიას - 'ისრაელის ახალი მეგობრები' -ს ეყრდნობა და წერს, რომ ქვეყანა რეგიონის ფარგლებს გარეთ ახალ მოკავშირეებს ეძებს.

ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო საქართველოსა და აზერბაიჯანთან. მათივე ინფორმაციით, ამ ორ სახელმწიფოში მოქმედებს ბაზები, რომლებიც დაზვერვით ინფორმაციას აგროვებენ ისრაელის სამხედრო სტრუქტურებისათვის.

'ანუ ისრაელი ირანს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ადევნებს თვალყურს. ეს ბაზები შესაძლოა ისრაელს დაეხმარონ ირანის ტერიტორიაზე საიდუმლო ოპერაციების განხორციელებაში, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის რეალიზაციისათვის ხელის შეშლასთანაა დაკავშირებული', _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels