Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე ჟენევის მოლაპარაკებებზე იმსჯელეს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იყო მსჯელობა. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტში მიმდინარე კომისიის სხდომაში მონაწილეობდა. 
როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დახურულ სხდომაზე საუბარი იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე რუსეთის მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისია დღეს ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს გადაეგზავნება. 
სხდომაზე ასევე შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომელიც ცნობილი დღევანელ პრესკონფერენციაზე გახდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels