|
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები მიესალმებიან სამოქალაქო კოდექსში შეტანილ და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს , რომელიც რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიული პირად დარეგისტრირებას ეხება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების სახელით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მთავარი ევროპული ღირებულებაა. 'ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კანონის წინაშე ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობას, რაც წმინდა სინოდის დადგენილებაშია ასახული', _ აღნუშნულია დიმიტროვის განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
Related posts
|
|
|
|