Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირის მისია დღეს საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის მისია დღეს, ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს ეწვევა; მისია საქართველოში ექსპერტების დონეზე იქნება წარმოდგენილი. 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის საკითხის განხილვა წარმოადგენს. 
'2011 წლის პირველ დეკემბერს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 2012 წლის ზაფხულამდე საქართველოსთან სავიზო დიალოგის გახსნის შესაძლებლობა უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მართლაც შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის გახსნა 2012 წლის ზაფხულამდე, სწორედ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსის შეფასებით წარდგება ეს ექსპერტთა ჯგუფი ბრიუსელში', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის მისია ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels