Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირმა ლიბიასთან დაკავშირებით საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღო

ევროკავშირმა ლიბიასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღო. 
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მუამარ კადაფის რეჟიმისათვის დამატებითი საქციების დაწესებაზე თანხმობა განაცხადეს. ევროკავშირი მზადაა, დაბლოკოს ყველა შემოსავალი, რომლითაც შესაძლოა, კადაფიმ ნავთობისა და გაზის გაყიდვისაგან მიიღოს. ამის შესახებ განმარტება ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა. 
ევროკავშირის მიერ ლიბიასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტი, რომელიც წუხელ ღამით გავრცელდა, მოუწოდებს კადაფის დაუყონებლივ თქვას უარი ძალაუფლებაზე. ევროპულმა ქვეყნებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა დაიწყოს დიალოგი ლიბიის ნაციონალურ საბჭოსთან, რომელიც ოპოზიციამ შექმნა და გარდამავალ ხელისუფლებად ჩამოაყალიბა. 
ამასთან, რუსეთში ლიბიასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში რუსეთის ყოფილი ელჩის ვლადიმირ ჩამოვის ინიციატივით დისკუსია დაიწყო იმის შესახებ, თუ რა პოზიცია უკავია რუსეთს შექმნილ ვითარებაში. დიპლომატი სხვა საკითხებთან ერთად, იმაზე მიუთითებს, რომ ლიბიაში ვითარების გართულების გამო რუსულმა კომპანიებმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს. 
'ეხო მასკვის~ მიმოლმხილველის იულია ლატინინინა მიიჩნევს, რომ ლიბიაში განვითარებული მოვლენებს რუსეთისათვის, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ლატინინას აზრით, ჩამოვი იმიტომ გაათავისუფლეს ელჩის თანამდებობიდან, რომ მან ლიბიაში რუსეთის ეკონომიკური ინტერესები ვერ დაიცვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels