Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირმა სირიას ემბარგო დაუწესა

ევროკავშირის ქვეყნებმა სირიაში შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო დააწესეს. 'იტარ ტასის' ცნობით, ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა. ევროკავშირმა რამდენიმე სირიელი ჩინოვნიკის მიმართ სანქციებიც დააწესა. 
'პოლიტიკური გადაწყვეტილება სირიაში შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების თაობაზე მიღწეულია. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა სირიის ჩინოვნიკთა მიმართ სანქციები შემოიღეს'- აცხადებს ერთ -ერთი ინფორმირებული წყარო. 
სირიის მიმართ სანქციები მანამდე აშშ-მ დააწესა. შავ სიაში კი სირიის არმიის სარდალი მახირ ასადი, სირიის დაზვერვის შეფი ალი მამლუკი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დერა ნაჯიბი მოხვდნენ. 
ამასთან, ყველა ამერიკულ კომპანიას და ამერიკის მოქალაქეებს ამ პირებთან და გარკვეულ ორგანიზაციებთან საქმის დაჭერა აეკრძალათ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels