Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, 28 მარტს თბილისში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე განიხილება კონკრეტული ჩარჩო საკითხები. კალანდაძის განცხადებით, მოლაპარაკებების რაუნდზე განიხილება ერთიანი საგაერო და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels