Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროპარლამენტის წევრი ნორვეგიელი ტერორისტის გარკვეულ იდეებს 'სანიმუშოს' უწოდებს

იტალიური პარტიის 'ჩრდილოეთის ლიგისა' და ევროპარლამენტის წევრი მარიო ბოგრეციო ნორვეგიელი ტერორისტის გარკვეულ იდეებს 'სანიმუშოს' უწოდებს. 
'ბი-ბი-სი'-ს ცნობით, ბორგეციომ განაცხადა, რომ ის გმობს ბრეივიკის საქციელს, მაგრამ მიესალმება მის ანტიისლამურ პოზიციას იმის შესახებ, რომ ევროპა რეგიონის ისლამიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას დანებდა. 
ევროპარლამენტის წევრის პოზიცია უკვე გააკრიტიკა როგორც იტალიის ოპოზიციამ, ასევე ევროპარლამენტში ბოგრეციოს მომხრეებმა. ბოგრეციოს განცხადება მიუღებლად მიიჩნიეს და დეპუტატას გადადგომისკენ მოუწოდეს. 
პარტია 'ჩრდილოეთის ლიგა' მუსლიმანებისა და მიგრაციის პოლიტიკის მიმართ თავისი მძაფრი პოზიცითაა ცნობილი.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels