Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ .ტელეკომპანია 'მეცხრე არხის' ინფორმაციით, 'ნაციონალური მოძრაობისა' და ფრაქცია 'ევროპის სახალხო პარტიის' წარმომადგენლების მოთხოვნა იყო, რომ რეკომენდაციის ტექსტში შესულიყო მუხლი, რომლითაც 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მობილიზებული პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. 
ტელეკომპანიის ცნობით, დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ამ ფორმულირებას არ დაეთანხმნენ ევროპარლამენტის 'მწვანეთა ფრაქციისა' და 'ევროპის სოციალისტთა პარტიის' წევრები, ასევე, კოალიცია 'ქართული ოცნების' წარმომადგენლები. 
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, შეთანხმება მოხდა ყველაფერზე, ორი კონკრეტული წინადადების გარდა. მისი თქმით, კანდელაკი ითხოვდა, რომ ამ რეკომენდაციებში ერთგვარად პირდაპირი მნიშვნელობით ჩაწერილიყო ბრალდებები, რომ მმართველი გუნდი ზეწოლას ახდენს პარლამენტის წევრებზე. ხიდაშელის განცხადებით, ის ასევე ითხოვდა, რომ ტექსტში გაჩენილიყო ფრაზა, თითქოს პოლიცია უმოქმედო იყო 8 თებერვლის მოვლენების დროს.
'ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და კარგია ის, რომ ამას არ დაეთანხმა არა მხოლოდ ქართული დელეგაციის უმრავლესობის ნაწილი, არამედ ევროპარლამენტის სხვა ფრაქციების წევრებიც', - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 
უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძის თქმით კი, სამწუხაროდ, რეკომენდაციების დოკუმენტი არ იქნა მიღებული, ევროპარლამენტში კი, ყველანი თანხმდებიან გარკვეულ კონსენსუსზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის.
'თუმცა, ქართული დელეგაციის უმრავლესობისთვის იგივე პრიორიტეტები მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. ჩვენ კი დელეგაციაში უმცირესობაში ვართ და არ გვაქვს შესაძლებლობა, გადავფაროთ მათი წინააღმდეგობა', - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels